პროექტის
გეგმა
|
1.
პროექტის სახელწოდება: ქართული კალიგრაფია
|
|
2.
პროექტის ავტორი: ნინო ბარბაქაძე
|
|
3.
პრობლემების ანალიზი: თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში
საგრძნობლად შემცირებულია ინტერესი ხელით წერის კულტურის მიმართ, გაუარესებულია მოსწავლეთა
ხელწერა, მოსწავლეები არ იცნობენ კალიგრაფიის ნიმუშებს, ვერ აკავშირებენ კალიგრაფიის
მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან, იკარგება მნიშვნელოვანი ეროვნული ფასეულობები.
ეს პრობლემები მნიშვნელოვანია, რადგან მათი
გამოსწორება შეაფერხებს ჩვენი ეროვნული სიმდიდრის დაკარგვას. მოსწავლეებს გაუღვიძებს
ინტერესს, გაზრდის მათს ეროვნულ თვითშეგნებას.
პროექტის განხორციელებით მოსწავლეებს გაუჩნდებათ
სურვილი, სისტემატურად ეცნობოდნენ ქართველი კალიგრაფების მოღვაწეობას, მათ მიერ შექმნილ
უნიკალურ ნიმუშებს. თვითონაც ეცდებიან შექმნან მსგავსი ნიმუშები, გაიუმჯობესონ ხელწერა;
განუვითარდებათ ესთეტიკური აღქმის უნარი, გაუძლიერდებათ ეროვნული სიამაყის გრძნობა.
|
|
4.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა ქართული
კალიგრაფიისადმი, მათი ხელწერის გაუმჯობესება, კრიტიკული აზროვნების, ესთეტიკური
აღქმის უნარების განვითარება, კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა, მუზეუმში ქცევის წესების
დაუფლება, კულტურულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობის სწავლა.
|
|
5.
პროექტის ამოცანები: ქართული კალიგრაფიის ნიმუშების
გაცნობა, შეფასება, ესეების დაწერა, კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა.
|
|
6.
მოსალოდნელი შედეგები: კალიგრაფიის ნიმუშების გაცნობა-შესწავლა
ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ქართველი კალიგრაფების შრომის დაფასებას,
მისი მნიშვნელობის განსაზღვრას ქვეყნის ძლიერებისათვის. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ
ხელით ლამაზად წერის ინტერესი, დაეუფლებიან მუზეუმში ქცევის წესებს, განუვითარდებათ
ესთეტიკური აღქმის, კრიტიკული აზროვნების უნარები.
|
|
7.
მიზნობრივი ჯგუფი: X
კლასის მოსწავლეები.
|
|
8. პროექტის ხანგრძლივობა: სამი კვირა(18 მარტიდან 8 აპრილამდე).
|
|
9. ამოცანების განსახორციელებლად
საჭირო საქმიანობები და ვადები
I.
ამოცანა: ქართველი კალიგრაფების შრომის
აღქმა და შეფასება.
საქმიანობა: ა) მასალების მოძიება ძველი საქართველოს
ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე კალიგრაფების შესახებ. ბ) ოთარ ჭილაძის რომანის - „ყოველმან
ჩემმან მპოვნელმან“ - შესაბამისი ნაწყვეტის გაცნობა და შეფასება(„მიტოს მამის ეპიზოდი“).
– I კვირა.
II.
ამოცანა: ქართული კალიგრაფიის ნიმუშების
გაცნობა და შეფასება.
საქმიანობა: ა) ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში. ბ) სლაიდშოუს მომზადება: „უნიკალური ქართული ხელნაწერები“. გ) ესეების დაწერა.
- II კვირა.
III.
ამოცანა: კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა.
საქმიანობა: მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი.
– III კვირა.
|
|
10. მონიტორინგი: პროექტის ხელმძღვანელი რეგულარულად გააკონტროლებს პროექტის ყველა კომპონენტს,
გამოვლინდება მუშაობის სუსტი მხარეები, მათი მიზეზები და გატარდება სათანადო ღონისძიებები
სიძნელეების დასაძლევად.
პროექტის ხელმძრვანელი რეგულარულად
შეაგროვებს ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ(ყოველკვირეული ანგარიშები,
პროექტის ჯგუფის შეხვედრები).
პროექტის მონიტორინგი გრძელვადიანია
და მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.
|
|
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ბარბაქაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nino.barbakadze4@gmail.com
|
No comments:
Post a Comment