რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
2019
სასწავლო წლის 18 მარტიდან 8 აპრილამდე X კლასში განხორციელდა
პროექტი „ქართული კალიგრაფია“. პროექტის მიმდინარეობისას საკმაოდ გაიზარდა მოსწავლეთა
ინტერესი ქართული კალიგრაფიისადმი, საგრძნობლად გაუმჯობესდა მათი ხელწერა. მოსწავლეები
ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, დაეუფლნენ მუზეუმში ქცევის წესებს, განუვითარდათ
კულტურულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. პროექტის მონაწილე თითოეულმა
მოსწავლემ შექმნა კალიგრაფიული ნიმუშები.
პროექტით გათვალისწინებული
ყველა აქტივობა განხორციელდა წარმატებით, გეგმის შესაბამისად.
მოსწავლეთა განსაკუთრებული
ინტერესი გამოიწვია კალიგრაფიული ნიმუშების შეგროვებამ. არეალი საკმაოდ ვრცელი იყო.
პროექტის მონაწილეებმა ყველა თაობაში მოიძიეს
ორიგინალური კალიგრაფიის მქონე პირები, შეაგროვეს და გამოფინეს მათი ხელნაწერები.
ამ პროცესში აქტიურად ჩაებნენ სხვა კლასების მოსწავლეებიც, რაც საწინდარია იმისა, რომ
არ დაიკარგოს ჩვენი მნიშვნელოვანი ეროვნული ფასეულობები.
პროექტის მონაწილეებს,
რომლებიც დეტალურად გაცნენ ქართველი კალიგრაფების
ღვაწლს როგორც ინტერნეტში, ისე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, აუმაღლდათ ეროვნული თვითშეგნების
გრძნობა. გაუძლიერდათ ხელით ლამაზად წერის ინტერესი, განუვითარდათ ესთეტიკური აღქმის,
კრიტიკული აზროვნების უნარები.
საჭიროა ამ პროექტში
აქტიურად ჩაებნენ სხვა კლასების მოსწავლეებიც, რათა გაძლიერდეს ინტერესი ხელით წერის
კულტურის მიმართ. გაუმჯობესდეს მოსწავლეთა ხელწერა. გაიზარდოს მათი ეროვნული თვითშეგნება.
პროექტის მიმდინარეობის
პროცესში მოხდა ერთი აქტივობის დამატება. კერძოდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას,
თანამშრომელთა კეთილი ნებით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დეტალურად გასცნობოდნენ
უძველეს უნიკალურ გამოცემებს, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე, გაუძლიერდათ
ეროვნული სიამაყის გრძნობა.
პროექტი ძალიან
საინტერესო და მიზანმიმართული აღმოჩნდა. მომავალში მსგავსს პროექტებზე მუშაობისას კვლავაც
გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებს.
ნინო ბარბაქაძე