Monday, November 2, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება").


                                         ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

კლასი X კლასი,22 მოსწავლე
საგნები ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია
სტანდარტთან შესაბამისობა ქართ. X.7.   ქართ. X.9.
ისტ. X.1.    ისტ. X.6 
გაკვეთილის თემა გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"(გრიგოლი აფხაზეთში.უბისის ტაძრის აშენება)
გაკვეთილის მიზანი 1.მოსწავლეები შეძლებენ ამ ტერიტორიის პირვანდელი სახის წარმოდგენას და განსაზღვრავენ მის შესაბამისობას ეკლესიისათვის საჭირო დამკვიდრებულ მოთხოვნებთან.
2.იმსჯელებენ საერო და სასულიერო პირების დამოკიდებულებაზე.
3.შეძლებენ ეკლესიების მნიშვნელობის განსაზღვრას არაბთა ბატონობის დროს(რატომ სურდა დემეტრეს დასავლეთ საქართველოში სამონასტრო კერების გაძლიერება)
4.იმსჯელებენ კომპლექსის კულტურულ ღირებულებაზე(ფრესკები,არქიტექტურა)

წინარე ცოდნა მოსწავლეებმა ისწავლეს გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" გარკვეული მონაკვეთები.გაეცნენ მკვლევართა მოსაზრებებს ნაწარმოებში განხილულ თემებთან და პერსონაჟებთან დაკავშირებით.ისტორიაში დაამუშავეს შესაბამისი ეპოქა და მოვლენები.

თემები,რომელთა ინტეგრირებაც ხდება;ინტეგრირებული უნარ-ჩვევები. 1.მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემას, იმსჯელებენ ისტორიულ კონტექსტზე.
2.განასხვავებენ ტექსტში  ფაქტობრივ, კონცეფტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას.
3.ისაუბრებენ, რამდენად შეესაბამება გარემო თხზულებაში  ასახულს, გაარკვევენ პეიჟაზის ფუნქციებს. 
4.განსაზღვრავენ  ავტორის,მთხრობლის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს,რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის პრობლემის ინტერპრეტაციას.
5.დააკავშირებემ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან.(იმსჯელებენ იმის შესახებ,თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება,ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ნაწარმოებში.

სწავლების სტრატეგიები გონებრივი იერიში,პრეზენტაცია,კითხვა-პასუხი,  დისკუსია.

გაკვეთილის სცენარი გამოწვევა 7-8 წთ.
1. გავახსენებთ, როგორ არის აღწერილი ნაწარმოებში კლარჯეთის უდაბნო. მოსწავლეები გამოყოფენ ძირითად ნიშნებს, რომლებიც განაპირობებენ გარკვეულ ტერიტორიაზე სამონასტრო მშენებლობას.
2.აღვაქმევინებთ გარემოს და ვამსჯელებთ საკითხზე, თუ რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს ტერიტორია სამონასტრო ცხოვრებისათვის.
3. 2 მოსწავლე აღწერს გრიგოლის მოღვაწეობის ხანას და ისაუბრებს ეკლესია -მონასტრების მნიშვნელობაზე IX საუკუნის საქართველოში.
სიღრმისეული წვდომა 23-25 წთ.
1.პრეზენტაცია - 4 მოსწავლე
ა) თევდორესა და ქრისტეფორეს გაპარვა და გრიგოლის ჩასვლა აფხაზეთში.
ბ) გრიგოლისა და დემეტრე მეფის შეხვედრა.
გ) უბისის მონასტრის აშენება.
დ) კლარჯეთის უდაბნოს აღწერა.
2. სადისკუსიო კითხვა: რატომ უნდა აერჩია ეს ტერიტორია გრიგოლს (კლარჯეთის უდაბნოსთან დაკავშირება)
3. საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობის ანალიზი ისტორიულ ჭრილში - 2 მოსწავლე.
4. სამონასტრო კომპლექსის აღწერა,არქიტექტურული სტილი, ფრესკები - 1 მოსწავლე.
რეფლექსია - 10წთ.
  მოსწავლეები იმსჯელებენ იმის შესახებ,თუ რა მისცა მათ ამ გაკვეთილმა,რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის,როგორი მოლოდინი ჰქონდათ და რა შედეგი მიიღეს,რა ინტერესი გაუჩნდათ.

საშინაო  დავალება 1 წთ. ესე "ჩემი უბისა"

გაკვეთილი დასრულდა ტაძარში გალობით  
რესურსები
სახელმძღვანელოები,ალბომი "უბისის ფრესკები",ინტერნეტი,ვიდეოაპარატი, ფოტოაპარატი.

შეფასება საპრეზენტაციო უნარის შეფასების რუბრიკა; მსჯელობაში მონაწილეობის შეფასების რუბრიკა

No comments:

Post a Comment