Tuesday, November 3, 2015

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(ტრენინგის ანგარიში).

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება                      (ტრენინგის ანგარიში)
2013 წლის 15-30 ივნისი.
  ტრენინგზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები:
1.   წარმატებული სკოლის მახასიათებლები
მოსწავლეთა აკადემიური წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს Sორის უმთავრესი სკოლის ფაქტორია. რაც უფრო წარმატებულია სკოლა, მით უფრო მაღალია მისი პოზიტიური გავლენა მოსწავლის განვითარებაზე.
    წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები განსაზღვრავს , თუ როგორი უნა იყოს სკოლა, რომ მან თავისი უმთავრესი დანიშნულება შეასრულოს. სტანდარტი 1. სასწავლო გეგმა (შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მოსწავლეების საჭიროებებს.)
სტანდარტი2. სწავლება (სწავლების პრაქტიკა უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და მაღალი შედეგების მიღწევას.)
სტანდარტი3. შეფასება (სკოლა იყენებს ეფექტიან და მრავალფეროვან სტრეტეგიებს მიღწევების მაქსიმალური გაუმჯობესების მიზნით.)
სტანდარტი4. სკოლის კულტურა (სკოლაში არებული ნორმები, ღირებულებები, სტანდარტები და ზოგადი პრაქტიკა  ქმნის წარმატებაზე ორიენტირებულ დაწესებულებას, სადაც ყველას შეუძლია სრულფასოვანი რეალიზება.)
სტანდარტი5. მოსწავლის, ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა.
სტანდარტი6. პროფესიული განვითრება.
სტანდარტი7. ხელმძღვანელობა ( სკოლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს  სკოლის ეფექტიან სასწავლო დაწესებულებად  ჩამოყალიბებას, სადაც არის მაღალი მოლოდინები და კომფორტული გარემო.)
სტანდარტი8. დაგეგმვა და ორგანიზება.
       სკოლებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან,   9      ძირითადი მახასიათებელი აქვთ: 1) მკაფიო და ფოკუსირებული მისია, 2) მაღალი მოლოდინი, 3) ეფექტიანი ხელმძღვანელობა, 4) თანამშრომლობა და კომუნიკაცია, 5) სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტებთან შესაბამისობა, 6) სწავლისა და სწავლების  ხშირი მონიტორინგი, 7) ფოკუსირებული პროფესიული განვითარება, 8) უსაფრთხო და წარმატებული გარემო, 9) ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა.
                     პედაგოგიური კვლევები
         პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შემდეგ ფაზებად იყოფა:
1. კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება.
2. კვლევის პროცესის დოკუმენტირება- კვლევის დღიურის წარმოება.
3.  საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი.
4. კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა ( სხვა კოლეგებისთვის გაცნობა და მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა).
5. მონაცემთა შეგროვება.
6. მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია.
7. მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას.
8. მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით  მისი კათედრის  სხდომასა თუ სემინარზე განხილვით, კონერენციაზე  წარდგენით, პუბლიკაციით და ..
      იმისთვის რომ შევამოწმოთსწორად აქვს თუ არა შესასრულებელი კვლევის ამოსავალი პუნქტი, შეგვიძლია ვისარგებლოთ  შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოქმედების არეალი, 2. მნიშვნელოვნება, 3. დაძლევადობა, 4. შესაბამისობა.

                               დაგეგმვა
             დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, განახლებას და ადხვეწას. სასწავლო პროცესის  დაგეგმვა რამდენიმე დონეზე ხდება: წლიური(საგნის გეგმა-სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმა.

                         პროექტი
პროექტი არის რომელიმე პრობლემის ინდივიდუალური ან ჯგუფური გადაჭრა. პროექტის აღწერისას უნდა განისაზღვროს  მკაფიო და მიღწევადი მიზანი,კონკრეტული ამოცანები,თითეული ამოცანის შესაბამისი კონკრეტული საქმიანობები  gaweul droSi.მოსალოდნელი შედეგები,რესურსები (ბიუჯეტი).მონიტორინგის საშუალებით დგინდება პროექტის ის კრიტერიუმები,რომლებიც განსაზღვრავენ პროექტის წქარმატებას.
    მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლი ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემაში მასწავლებელსსასწავლო პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა დაეხმარება.  პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას,სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას,პრობლემას მიმართავენ,რომლის დასამუსავებლად განავიტარებენ გეგმას,მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
 პროექტგაკვეთილი  სწავლების სხვა მეტოდებისდან გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით.
პროექტის ინიციატივა მომდინარეობს როგორც მასწავლებლისგან,ასევე მოსწავლისგან.
მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე.
თანხმდებიან მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე.
თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ანაწილებენ სხვადასხვა აქტივობებზე.
თანხმდებიან სამუშაო ჩარჩოზე.ამჟღავნებენ როგორცინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს.ორივეს კრიტიკულად აფასებენ და ავითარებენ.
 მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა და თვითპასუხისმგებლობის გრძნობა.
აფასებენ, როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეების საქმიანობას.
საქმე აქვთ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან.
თავად გეგმავენ და აწარმოებენკვლევის პროცესს.
თვალნათლივ ხატავენ პროექტის პროდუქტს.
ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს იღებენ.
პროექტზე მუაობის  დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლების უნარჩვევები,ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები, აუცილებელია მასწავლებელმა,როგორც ექსპერტმა იგრძნოს,თუ როდის არის ჩარევა საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუსაობის საშუალება.სპეციალისტები  მასწავლებლის ამ როლს უწოდებენ ,,მასწავლებელი, როგორც მონაწილე ხელმძღვანელი. მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვიცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარებაზე გადასაყვანად. იმისთვის,რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები,რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.

P                   პროფესიული  განვითარება
წარმატებული სკოლების კვლევის საფუძველზე ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის პრინციპები, როგორებიცაა;
1.პროფესიული განვითარება ფოკუსირებულიამოსწავლეთა მიღწევებზე და არა მხოლოდ მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე
2.პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვაში  აქტიურად არიან ჩართული მასწავლებლები
3.პროფესიული განვითარებამასწავლებლის ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია;
4.პროფესიული განვიტარება აღიარებს კვლევის მნიშვნელობას და მასწავლებლებს ასწავლის კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევები ისეთ საკითხებზე,როგორებიცაა ეფექტიანი სწავლა და სწავლება,კლასის მართვა,შეფასება და სასწავლო გეგმა.
5. პროფესიული განვითარება არის თანამშრომლობითი პროცესი,რომლის დროსაც ხშირად ხდება  რეფლექსია და კომენტარების გაცვლა... მასწავლებლები ერთვერბიან პრობლემების მოგვარების გუნდურ პროცესში,რომლის დროსაც ისინი უკეთ ახერხებენ საჭირო ინფორმაციის მიღებას თუ პროფესიული უნარ-ცვევების განვიტარებას.
6. პროფესიული განვითარება ეფუძნება საქმიანობისათვის მნიშვნელოვან, სასარგებლო დაკონკრეტულ მონაცემებს და არა ზოგად წარმოდგენებსა და შეხედულებებს.
7.პროფესიული განვიტარება უწყვეტი პროცესია და ეპიზოდური ინიციატივები.
8.სკოლის ადმინისტრაცია აღიარებს პროფესიული განვიტარების მნიშვნელობას: სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ პროფესიული დანვითარების ღონისძიებებში.
   პროფესიული განვითარება არის ინდივიდუალური და გუნდური ვალდებულება განათლების სისტემის ყველა დონეზე: მასწავლებლებისთვის,სკოლებისა და სახელმქიფოსთვის. მასწავლებლები უნდა ზრუნავდნენ საკუტარ პროფესიულ განვითარებაზე და ამ პროცეშში მათ სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს სკოლის ადმინისტრაციამ.
      სკოლის ბაზაზე სრსებული პროფესიული განვიტარების ფორმებია: ტრენინგი, გაკვეთილებზე დასწრება,მენტორობა,უტთიერთდაკვირვება, პრაქტიკის  კვლევა სასწავლო ჯგუფები, სამუსაო შეხვედრები.
  პროფესიული განვითარების გაიგივება სპეციალურ ტრენინგპროგრამებსა და სემინარებთან არ არის სწორი. ეს უფრო ფართო პროცესია ტრენინგები ამ პროცესის მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითა და არა მის მიღმა მოაზრებული იდეის განხირციელების ერთერთი საშუალება.
   პროფესიული განვითარების პროცესში სამი საფეხური მოიაზრება:1) საჭიროების კვლევა,2)პროფესიული განვითარების კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და მიღებული ეფექტის შეფასება. წარმატებულ ორგანიზაციებში ეს ციკლი  უწყვეტად მიმდინარეობს.
                               

                      ორგანიზაციული კულტურა
         ორგანიზაციაში ადამიანების ქცევას განსაზღვრავს გარკვეული დამოკიდებულებები,ხედვები ..., რომლებიც ცნობიერად თუ არაცნობიერდ აღიარებულია ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის მიერ.სწორედ ეს არის ორგანიზაციული კულტურა.
     ორგანიზაციული კულტურის ტიპებია: 1) როლურიფუნქციური კულტურა.მისი მთავარი ლოზუნგია ,, თუ შენ მოიფიქრე, შენვე განახორციელე და აგე პასუხი შედეგებზეასეთი ტიპის კულტურა კომფორტულია ხელმძღვანელობისთვის. 2) ინდივიდუალისტური ,,ვარსკვლავურიკულტურა  ,, ვინ რა უნდა მასწავლოს“. 3) ბალკანიზებული ანუ,, გუნდურიკულტურა (,,ჩაცუცქული“, ,, კლანური“). 4) თანამშრომლობითი კულტურა  ასეთი ტიპის კულტურაში სკოლი ყველა წარმომადგენელს აერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები.. ნამდვილი თანამშრომლობის პირობებში კომუნიკაცია მხოლოდ შეხვედრების დონეზე არ ხდება და იგი აუცილებლად გრძელდება საკლასო ოტახებსა და სამუსაო პროცესში.
        ცალკეული მასწავლებლების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია,თუმცა უფრო დიდი ეფექტი მოსწავლეების მიღწევებზე აქვს მასწავლებლების ტანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხარისხს.
 კოლეგებთან კომუნიკაცია დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე.პედაგოგებს ერთმანეთთან აქვთ როგორც პიროვნული,ასევე პროფესიული ურთიერთობები. ეფექტური პროფესიული კომუნიკაცია უპირველს ყოვლისა,მოსწავლეების ინტერესებს ემსახურება. დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა . ,,კრიტიკული მეგობრებისინსტიტუტის დანერგვა; რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას.გამოიყოფა  დაკვირვების ხუთი მეთოდი: 1)აღწერითი დაკვირვება, 2)ფოკუსირებული დაკვირვება (დაკვირვება კონკრეტულ ასპექტზე ან მოვლენებზე).  3)გუნდური მუსაობა(სიმეტრიულია ორივე მასწავლებლისთვის). 4) ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში)
5) თვითდაკვირვება.
     დასკვნასასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვიტარებას. ასეტი კოლეგიალური ურთიერთობები სკოლი წარმატებული საქმიანობის წინაპირობა,სკოლი პრესტიჟისა და ძლიერების საფუძველია.
            7. შესრულებული სამუსაოს შეფასება.
    შეფასების მნიშვნელობა განათლებაში უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სფეროში. ერთმანეთისგან განასხვავებენ ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებას. ორგანიზაციის წარმატებასთან  უფრო მეტად არაფორმალური შეფასებაა დაკავშირებული. იგი ნაკლებად სტრესულია და უმტკივნეულო. შეფასების ეს ორი ფორმა ურთიერთგამომრიცხავი არ არის. მათი სინერგია (შერწყმა) წარმატრების გარანტიაა.
  შეფასების მეთოდებია: რანგირება,კითხვარი, შეფასების რუბრიკა, ინციდენტების დღიური, დაკვირვება,ხარისხის წრეები,ინტრვიუ.
                8. ტესტის როლი სწავლების პროცესში.
 ტესტური დავალებები ორ ჯგუფად იყოფა ღია და დახურული. ეს ორი ჯგუფი თავის მხრივ იყოფა შემდეგი ტიპის დავალებებად:
1. ,, წეშმარიტია მცდარია
2.ტესტური დავალება არჩებითი პასუხით.
3.ტესტური დავალება შესაბამისობის დამყარებაზე.
4.ტესტური დავალება სწორი ტანმიმდევრობის დადგენაზე.
5.ტესტური დავალება შია დაბოლოებით.
   ტესტურ დავალებებში უნდა აისახოს მხოლოდ ის ცოდნა და უნარი,რის გაზომვაც არის დადგენილი და არა ყველაფეაფერი. ორიენტირებული უნდა იყოს არა მარტო მასალის გახსენებაზე,არამედ გააზრებაზეც.განსაზღვრული უნდა იყოს დრო და ერთი დავალების  პასუხი არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა დავალებაზე გაცემულ პასუხზე.