Tuesday, May 29, 2018
Friday, May 25, 2018
პროექტი "მხატვრული ნაწარმოებების ინსცენირება"
პროექტი
მხატვრული
ნაწარმოებების ინსცენირება
პროექტის მთავარი თემა (იდეა): გამოვლინდება მე-11
კლასის მოსწავლეების დამოკიდებულება შესწავლილი
მხატვრული ნაწარმოებების ფილმად ან სპექტაკლად წარმოდგენის მიმართ.
პროექტის აქტუალურობა: მე-11 კლასის არაერთი
საპროგრამო ნაწარმოები არის ინსცენირებული, ფილმად ან სპექტაკლად წარმოდგენილი. არსებობს
მოსაზრება, რომ მხატვრული ნაწარმოების ინსცენირებისას ხშირად იკარგება მწერლის მიზანდასახულება
და ვიღებთ სრულიად სხვა ნაწარმოებს,რაც აფერმკრთალებს მკითხველის შთაბეჭდილებას, მხატვრული
ნაწარმოებით გამოწვეულ ამაღლებულ ემოციას და გამაკეთილშობილებელ გავლენას,ან პირიქით,
ფილმი ან სპექტაკლი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მხატვრული ნაწარმოები. მოსწავლეები
ვერ აკეთებენ ანალიზს, რატომ ხდება ეს ცვლილებები. გაკვეთილებზე ხშირად იგრძნობა ფილმის გავლენა. ამ პროექტმა
დეტალურად უნდა გააანალიზოს ეს პრობლემა, რათა მხატვრული ნაწარმოების ინსცენირებისას გამოვლენილი ცვლილებები მოსწავლეებისთვის გასაგები გახდეს და მათ შეძლონ ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
პროექტის მიზნები: კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ანალიტიკური ესეების შექმნა და გამოქვეყნება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ. XI.10. ქართ. XI.11.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წ. (XI
კლასი).
პროექტის ხანგრძლივობა - 1 თვე
(25.04-25.05)
მოსალოდნელი შედეგები: შესწავლილ მხატვრულ ნაწარმოებებთან ფილმებისა და
სპექტაკლების შედარების საფუძველზე მოსწავლეები განასხვავებენ მწერლისა და რეჟისორის
მიზანდასახულებას, შეძლებენ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას და გამოიტანენ დასკვნებს
ამ პროცესის მიზანშეწონილობის შესახებ. განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ნორმებს; გაუჩნდებათ მოტივაცია, ყოველთვის შეადარონ ერთმანეთს წიგნი და ფილმი (სპექტაკლი), ჩამოაყალიბონ
თავიანთი თვალსაზრისი და გაასაჯაროონ ის, მოიძიონ სხვადასხვა მასალა, გაეცნონ კრიტიკოსთა
მოსაზრებებს, განუხრელად იზრუნონ მხატვრული გემოვნების დახვეწისა და განვითარებისათვის.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, კომპიუტერი, დიქტოფონი, ფორმატის
ფურცლები, მიკროავტობუსი.
პროექტის
მსვლელობა
(ძირითადი
აქტივობები)
N
|
აქტივობის დასახელება
|
დრო
|
შემსრულებელი
|
შენიშვნა
|
|
დაწყ.
|
დამთ.
|
||||
1
|
მოსწავლეების
დაყოფა ჯგუფებად და დავალებების დანაწილება.
|
25.04
|
25.04
|
პროექტის
ხელმძღვანელი
|
|
2
|
გასაანალიზებელი
ნაწარმოებების შერჩევა.
|
25.04
|
25.04
|
||
3
|
ანკეტის
შედგენა.
|
25.04
|
27.04
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
4
|
საზოგადოების
გამოკითხვა ანკეტებით.
|
27.04
|
2.05
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
5
|
ანკეტების
მონაცემების დამუშავება
|
2.05
|
3.05
|
ნ.
მაჭავარიანი, მ. ჭიპაშვილი
|
|
6
|
ინტერვიუ
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორსა და მსახიობებთან.
|
4.05
|
4.05
|
ნ.
მაჭავარიანი
|
|
7
|
ფილმებისა
და სპექტაკლების ნახვა.
|
3.05
|
8.05
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
8
|
რეჟისორთა
ნამუშევრების განხილვა:
ა)
„ოთარაანთ ქვრივი“
|
10.05
|
10.05
|
I ჯგუფი
|
|
ბ)
„კაცია-ადამიანი?!“
|
I I ჯგუფი
|
||||
დ)
„ხევისბერი გოჩა“
|
III ჯგუფი
|
||||
დისკუსია
|
|||||
9
|
ანალიტიკური
ესეების შექმნა.
|
16.05
|
20.05
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
10
|
სლაიდშოუს
მომზადება.
|
20.05
|
22.05
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
11
|
პროექტის
პრეზენტაცია.
|
24.05
|
24.05
|
პროექტის
მონაწილეები
|
|
მონიტორინგი
პროექტის ხელმძღვანელი რაგულარულად გააკონტროლებს პროექტის
ყველა კომპონენტს. გამოვლენილი პრობლემების გამოსწორების მიზნით განხორციელდება ცვლილებები.
თუ გარკვეული მიზეზების გამო პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმით არ განხორციელდება,
გამოვლინდება მუშაობის სუსტი მხარეები, მათი მიზეზები და გატარდება სათანადო ღონისძიებები
სიძნელეების დასაძლევად.
პროექტის ხელმძღვანელი რეგულარულად შეაგროვებს ინფორმაციას
პროექტის მიმდინარეობის შესახებ (ყოველკვირეული
ანგარიშები, პროექტის ჯგუფის შეხვედრები, სამიზნე ჯგუფების გამოკითხვა და სხვ.).
პროექტის
ხელმძღვანელი: ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ბარბაქაძე.
პროექტის რეფლექსია
პროექტი-,,მხატვრული
ნაწარმოებების ინსცენირება“-წარმატებით განხორციელდა. პროექტის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა
წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, გამოავლინეს
კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. ნათლად გამოჩნდა,
რომ ამ საკითხმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი
გამოიწვია და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
მოსწავლეები გაეცნენ საზოგადოების აზრს აღნიშნული
საკითხის შესახებ, დაამუშავეს ანკეტების მონაცემები და თავიანთ ესეებში საფუძვლიანად
განიხილეს მხატვრული ნაწარმოებების („ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“, „ხევისბერი
გოჩა“) ფილმად ან სპექტაკლად წარმოდგენის მიზანშეწონილობის საკითხი.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
პროექტით დაგეგმილი აქტივობები წარმატებით განხორციელდა.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ ინსცენირებამ. მოსწავლეებმა არსებითად
სწორად შეაფასეს მიხეილ ჭიაურელის ფილმი. მათ დარჩათ გარკვეული უკმარისობის გრძნობა
იმის გამო, რომ ნაწარმოებში დასმული ყველა პრობლემა ფილმში სათანადოდ არ არის გაშუქებული.
იგივე ითქვა ფილმზე „კაცია-ადამიანი?!“. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტზე
მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა მაღალი სააზროვნო უნარები.
პროექტზე მუშაობისას ერთ-ერთი საუკეთესო
მომენტი იყო ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძესთან შეხვედრა. რეჟისორმა
საინტერესოდ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც მხატვრული ნაწარმოებების ინსცენირებისას
აწყდებიან, როცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი და მათი
დამოკიდებულება ნაწარმოებთან.
მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო მათ მიერვე
აღმოჩენილი ნიუანსები, რამაც მათ გაუჩინა დიდი სურვილი არა მარტო საპროგრამო, არამედ
ნებისმიერი ინსცენირებული ნაწარმოების ღრმა ანალიზისა და დაადასტურა, რომ პროექტი გრძელვადიანია
და ეს ინტერესი მოსწავლეებს მუდმივად ექნებათ.
პროექტში მე-11 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა,
თუმცა ჩართულობის დონე ერთნაირი არ იყო და მომავალში ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა
მიექცეს.
პროექტის განხორციელებისას აქტივობების
დამატება და მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა.
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ
შემდეგს: პროექტის დაგეგმვისას მაქსიმალურად გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს
და აქტივობების დაგეგმვის შემდეგ რამდენიმე დღეში მოვახდენ მონიტორინგს, თუ რამდენად
საინტერესოა მათთვის ესა თუ ის აქტივობა, რათა პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა
აქტიური ჩართულობის პრობლემა არ შეიქმნას.
Thursday, April 12, 2018
Tuesday, March 6, 2018
შემოქმედ მოსწავლეთა წრე
Tuesday, February 27, 2018
Thursday, February 15, 2018
Wednesday, February 14, 2018
Wednesday, January 31, 2018
ქართული ენის წრე
ქართული ენის წრე
წრე შეიქმნა მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით. მასში გაერთიანდნენ ძირითადად მე-10 და მე-11 კლასის
მოსწავლეები. ამ კლასებში გრამატიკა აღარ ისწავლება, ხოლო წინა კლასებში მიღებული ცოდნა
ხშირად ვერ უპასუხებს გაზრდილ მოთხოვნებს. წრის მიზანია მართლწერისა და მართლმეტყველების
უნარის გაუმჯობესება. წერის კულტურის ამაღლება, მოსწავლეთა მომზადება საატესტატო და
მისაღები გამოცდებისათვის.
წრის მეცადინეობა
ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 6 გაკვეთილის შემდეგ.
წრის წევრთა სია:
1. ლიზა ბარბაქაძე
- X
2. ანი გაჩეჩილაძე - X
3. ნიკა გუმბერიძე - X
4. ლუკა გურგენიძე - X
5. სალომე გეწაძე - X
6. მარი ვეფხვაძე - X
7. მზია ნიქაცაძე -X
8. თამარ მეიფარიანი -X
9. ლევან ჩერქეზიშვილი -X
10. ლელა ხარატიშვილი -X
11. თამარ ჭიპაშვილი -X
12. გუგა ბერაძე -X
13. გრიგოლ ხიჯაკაძე -IX
14. ნონა მაჭავარიანი -XI
15. მარიამ შარიქაძე -XI
16. მარიამ ჭიპაშვილი -XI
Subscribe to:
Comments (Atom)