Tuesday, August 27, 2013

პროექტი "მხატვრული ნაწარმოებების ინსცენირება"


პროექტის სახელწოდება ; მხატვრული ნაწარმოებების ინსცენირება

 პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:   გამოვლინდება მოსწავლეთა დამოკიდებულება  მაღალმხატვრული ნაწარმოებების ინსცენირების მიმართ

• პროექტის აქტუალობა:   მხატვრული ნაწარმოების ინსცენირებისას ხშირად იკარგება მწერლის მიზანდასახულობა და ვიღებთ სრულიად სხვა ნაწარმოებს, რაც აფერმკრთალებს მკითხველის შთაბეჭდილებას, მხატვრული ნაწარმოებით გამოწვეულ ამაღლებულ ემოციას და გამაკეთილშობილებელ გავლენას. 

პროექტის მიზნები: .კრიტიკული აზროვნების განვითარება, გემოვნების დახვეწა, ანალიტიკური ესეების შექმნა და გამოქვეყნება.

მონაწილეთა ასაკი:  14-15წ.

• ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას  :  მხატვრულ ნაწარმოებებთან ფილმებისა და სპექტაკლების შედარების   საფუძველზე მოსწავლეები განასხვავებენ მწერლისა და რეჟისორის მიზანდასახულობას, შეძლებენ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას და გამოიტანენ დასკვნებს ამ პროცესის მიზანშეწონილობის შესახებ. განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დიქტოფონი, ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, კომპიუტერი, მიკროავტობუსი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, განაწილდება ინსცენირებული ნაწარმოებები (ი.ჭავჭავაძე, დ.კლდიაშვილი, ნ.დუმბაძე და სხვ.) ინტერნეტით მოიძიებენ ფილმებს და სპექტაკლებს და შეადარებენ შესაბამის მხატვრულ ნაწარმოებებს.
       შეხვდებიან რეჟისორებსა და მსახიობებს, დაესწრებიან  სპექტაკლებსა და ფილმებს, გაესაუბრებიან მაყურებლებს. ჩაატარებენ გამოკითხვას  საზოგადოების  სხვადასხვა ფენაში  ამა თუ იმ  ნაწარმოების  ინსცენირების შესახებ.     
        გამოიტანენ დასკვნებს, თუ რატომ მოახდინა რეჟისორმა ინტერპრეტაცია და რამდენად მართებულია ეს მკითხველის თვალთახედვით. 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.VIII.10,     ქართ.XI.10.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ნინო ბარბაქაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.barbakadze4@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი ninobarbakadze-xaragauli